|
2023-09-11 15:43:02, 694 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიციას პრემიერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვს
ოპოზიციას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრემიერის ვიზიტისას "საბიუჯეტო თანხის არცერთი თეთრი არ დახარჯულა". "არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არ არის. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და სრულად დაფარულია ეს ხარჯები პრემიერის მიერ, ეს ერთი და მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. შეიქმნა აღქმა, რომ თითქოს ბიუჯეტის ხარჯით იყო, ამაზე განმარტება გააკეთა როგორც ადმინისტრაციამ, ისე შესაბამისმა უწყებებმა, ვინც პასუხისმგებელია, ყველამ გააკეთა განმარტება, რომ არცერთი თეთრი არაა ბიუჯეტიდან დახარჯული და მეორეს მხრივ, გაკეთდა განცხადება, რომ მოხდება ყველა ხარჯის დეკლარირება... საქართველოს პარლამენტის სახელით, საბიუჯეტო თანხების ხარჯვას აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს ხოლმე მონაცემებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გაკეთდა განმარტება, ყველა პასუხისმგებელი პირის მიერ, რომ არცერთი თეთრი საჯარო საბიუჯეტო თანხებიდან არ დახარჯულა და რა თქმა უნდა, ამ განმარტებას ჩვენ ვენდობით. საზოგადოებაც, რა თქმა უნდა, ენდობა",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 10 სექტემბერს, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. მთავრობის მეთაურის მიერ მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)