21:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 13:12:53, 1197 ნახვა

სამართალი
ლიკა ბითაძე - გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმეც და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

"მტკიცებულებების მოპოვების დროს გამოვლინდა, რომ თეა გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმეც და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. არ ეხება იმ კონკრეტულ დანაშაულს, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული, ეს არის ახალი დანაშაული, რომლის მტკიცებულებებიც ჩვენ, დაცვის მხარემ მოვიპოვეთ, დაახლოებით, 14 აგვისტოს, შემდეგ 4 სექტემბერს ჩვენ გავუცვალეთ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები და ბრალდების მხარისთვის ეს მტკიცებულებები ცნობილი იყო.

ბრალდების მხარე ვალდებული იყო, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუმცა ამ ეტაპამდე ბრალდების მხარეს რეაგირება არ ჰქონია",- განაცხადა ბოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს ბრალი 126-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. „რუსთავი 2-ის" ცნობითვე, თეა გოდოლაძეს 2 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, საქმე კი სასამართლოში განიხილებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics