2023-09-08 09:53:38, 786 ნახვა
საზოგადოება
გზების დეპარტამენტი - შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.
როგორც გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო, გზა ორივე მხრიდან დაკეტილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.
„აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონის დასტაბილურებისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,