21:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 13:13:24, 1061 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - თურქეთში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის  ექსტრადიცია განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პირი 2022 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა  შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

„თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 15 თებერვალს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს თურქ კოლეგებს.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“,- აღნიშნულია ინფრმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics