13:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 19:23:34, 713 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის დამარცხებაა, არ ვაპირებთ ოპოზიციურ ჩხუბში მონაწილეობას

კატეგორიულად არ ვაპირებთ, ოპოზიციურ ჩხუბში და რაღაცის მტკიცებაში მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა, არის "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის დამარცხება, - ამის შესახებ ახლად ჩამოყალიბებული "ნორმალური არჩევანის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანებას აქვს საერთო ხედვები და სამომავლო გეგმები.

"ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა არის დაუშვებელი და ასე ვიყავით ჩვენ აქამდე. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო გაერთიანება გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ ამ წელიწადს ამ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის.  კატეგორიულად არ ვაპირებთ, ოპოზიციურ ჩხუბში და რაღაცის მტკიცებაში მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა, არის "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის დამარცხება. კამათი, შეჯიბრი, ჩხუბი და შენი თავის გამოკვეთა სხვის ხარჯზე, ამას არ ვაპირებთ, არავისთან. არც გახარიასთან, არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არავისთან სხვასთან'', - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, "ნორმალური არჩევანი", დღეს "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანებით შეიქმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics