11:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 13:19:16, 607 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ინიციატივით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა იწყება

თბილისის მერიის ინიციატივით, იწყება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები თავადვე იქნებიან.

„პროგრამის მიზანია, სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება; ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა; ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა; ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს, ხოლო თითოეული პროექტის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტების მიღება დაიწყება 6 სექტემბერს და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics