|
2023-09-06 12:38:15, 574 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმები შესაძლოა, გაიზარდოს
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების ზრდაზე კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ იზრდება. „2017 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა ამ მიმართულებით. გავამკაცრეთ რეგულაციები და ჯარიმები, რაც მტკივნეული იყო, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ბიზნესს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ხელს ვუწყობთ, მაგრამ ქალაქის იერსახის, ისტორიული ძეგლების განადგურების ხარჯზე ამას ვერ და არ დავუშვებთ. 2018 წელსვე მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ სანქციები. უფრო მეტიც, მოგვიანებით კვლავ მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. მიუხედავად ამისა, დაწესებული სანქციები, რიგ შემთხვევებში, მაინც ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ბერკეტი ზოგიერთი მშენებელი კომპანიისთვის და მსგავსი ტიპის სამართალდარღვევებს, სამწუხაროდ, კვლავ ვაწყდებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდეს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდას - I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ გაზრდას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმების ზუსტი ოდენობები დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი მთავრობის ინიცირებულ ამ მნიშვნელოვან კანონპროექტს მხარს დაუჭერს. „ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - I და II კლასის მშენებლობის შემთხვევაში, 8 000 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს ჯარიმას 24 000 ლარის ოდენობით; III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი. ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - I კლასის მშენებლობისთვის გამოიწვევს ჯარიმას 24 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად, აქამდე არსებული 8 000 ლარისა; სხვა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის კი, ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, გახდება 125 000 ლარი. გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის - I კლასის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირები 2 000 ლარის ნაცვლად, 6 000 ლარით დაჯარიმდებიან; II კლასის შემთხვევაში, ჯარიმა 4 000 ლარის ნაცვლად, იქნება 12 000 ლარი; III კლასის შემთხვევაში, 10 000 ლარის ნაცვლად, ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს; IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 75 000 ლარი. აღნიშნულ კანონპროექტს განსახილველად პარლამენტს გადავუგზავნით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას ექნება მხარდაჭერა, რადგან ქალაქისთვის ზრუნვა მნიშვნელოვანია. გვაქვს სამშენებლო დარღვევების კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. გვინდა, ყველა ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ჯარიმების გაზრდა გარკვეული პრევენციული მექანიზმი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)