11:05 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 12:34:20, 589 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისრაელის პარლამენტის სპიკერს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პარლამენტის სპიკერი - ამირ ოჰანა, დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

"ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაესწრნენ საჩვენებელ სწავლებას.

დეგელაციის ხელმძღვანელმა იოსებ ჭელიძეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics