|
2023-09-06 11:18:24, 723 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი იმპიჩმენტზე - მნიშვნელოვანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მთავარი კანონია და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს
მნიშვნელოვანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მართლაც მთავარი კანონია ქვეყანაში და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას. ვოლსკის თქმით, "ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ მთავრობა არ იმსახურებს და საზოგადოება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, კიდევ სხვა მუხლის დარღვევაცაა, რომელსაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ვალდებულებები აქვს გათვალისწინებული კონსტიტუციაში". "დაიწყება პროცედურა, ჩავაბარებთ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ეტაპი უნდა გაიაროს, მაგრამ ერთი რამაა მნიშვნელოვანი, საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მართლაც არის მთავარი კანონი ქვეყანაში და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მთავრობასთან შეუთანხმებელი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელ, თავნება წარმოების ელემენტებზე, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რეალურად არსებობს საქართველოსთვის ხელშემშლელი ფაქტორების შექმნის მთელი ჩამოყალიბებული სტრატეგია, რასაც რადიკალური ოპოზიცია მიმართავს. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ მთავრობა არ იმსახურებს და საზოგადოება იმსახურებს, კიდევ სხვა მუხლის დარღვევაცაა, რომელსაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ვალდებულებები აქვს გათვალისწინებული კონსტიტუციაში",- აცხადებს ვოლსკი. ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)