|
2023-09-04 15:33:18, 583 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება
ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა. კახა კალაძემ შესაბამისი თემის კომენტირებისას განაცხადა. „ევროინტეგრაცის გზაზე თუ ვინმემ რამე წინგადადგმული ნაბიჯი განახორციელა და ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თავის ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ რეფორმებს, გავაგრძელებთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გამომდინარე პრეზიდენტის ადრინდელი განცხადებებიდან, ჩნდება ეჭვი, რომ ის ევროპაში ვიზიტს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ქვეყანამ მიიღოს შესაბამისი ბენეფიტები, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ პრეზიდენტის ძალიან მძიმე განცხადებები, როდესაც ის პირდაპირ საუბრობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს. როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)