|
2023-09-04 12:37:44, 684 ნახვა
პოლიტიკა
ბუში - რჩება კითხვები საქართველოს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ
საქართველოს ჩემს გონებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ აშშ-ში. თუმცა, არსად მიდის კითხვები დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების შესახებ,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ უოკერ ბუშის წერილშია აღნიშნული. როგორც წერილში ვკითხულობთ, ბევრი ადამიანი შეშფოთებულია საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა არ გამოხატავს საჭირო მხარდაჭერას უკრაინისადმი. "საქართველოს ჩემს გონებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ აშშ-ში. თუმცა, არსად მიდის კითხვები დემოკრატიისადმი მთავრობის ერთგულების შესახებ. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა არ გამოხატავს საჭირო მხარდაჭერას უკრაინისადმი. ეს არის დრო, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების იდეის გარშემო. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია იმისათვის, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც თავისუფლების იდეას ებრძვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი მსოფლიოში",- აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)