|
2023-09-04 12:24:06, 750 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსი - თუ საქართველო EU-ს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების, არამედ იმის გამო, რომ რბოლიდან არ ამოვარდეს
თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების, არამედ იმის გამო, რომ რბოლიდან არ ამოვარდეს,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. მისი თქმით, წლის ბოლოს არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ისინი უკვე კანდიდატები არიან. "წინასწარ ვერ ვიტყვი, რა მოხდება, მაგრამ შემიძლია ვარაუდები გამოვთქვა. ჩემი აზრით, წლის ბოლოს არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ისინი უკვე კანდიდატები არიან. თუ ასე მოხდა, საქართველო ალბათ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა რბოლიდან არ ამოვარდეს. ეს იქნება არა მიღწევებისა და პროგრესის გამო, რომლებსაც ვერ ვხედავთ, არამედ იმის გამო, რომ საქართველო სცენაზე დარჩეს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა ყველაფერი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ",- განაცხადა ლინკევიჩუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)