10:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 11:15:16, 673 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი იმპიჩმენტზე - ეს არის შეცდომა - მთავრობას უნდა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობას

საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობს ევროპაში, რადგან ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მთავრობა კი, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს ცდილობს მას იმპიჩმენტი მოუწყოს. ვფიქრობ, ეს არის შეცდომა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.

კრამერის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით "მთავრობას სურს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროკავშირის წევრობას".

"საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობს ევროპაში, რადგან საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მთავრობა კი, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს ცდილობს მას იმპიჩმენტი მოუწყოს. ვფიქრობ, ეს არის შეცდომა. ჩემთვის აქ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ძირი გამოუთხაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროკავშირის წევრობას.

 ჩემი აზრით, იმპიჩმენტი არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. მე მახსენდება ორი შემთხვევა, როდესაც შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს გამოვუცხადეთ იმპიჩმენტი. ეს პროცესი არის ისეთი, რამ, რომელიც ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს. ეს საქართველოს არ კანდიდატის სტატუსის მიღებაში არ დაეხმარება",- განაცხადა კრამერმა.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics