|
2023-09-01 17:21:14, 799 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს, ამ პრინციპების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება
ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს, ჩვენ ამ პრინციპების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებულია ყველა შესაბამისი პროცედურა და უახლოეს პერიოდში მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. ოხანაშვილის თქმით, როდესაც სახეზეა საქართველოს უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, სხვა სივრცე არ რჩება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით მოხელმძღვანელე გუნდს, ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ჰქონდა მმართველ პარტიას დარჩენილი. „მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ის საჭირო პროცედურა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა. ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ჰქონდა მმართველ პარტიას დარჩენილი. როდესაც სახეზეა საქართველოს უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, სხვა სივრცე არ რჩება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით მოხელმძღვანელე გუნდს, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუკი ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის უზენაეს კანონს, თუკი ვითვალისწინებთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობას, სხვა გზა არ არსებობს. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს და შესაბამისად, ჩვენ ამ პრინციპების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის ცნობილია. დაწყებულია ყველა შესაბამისი პროცედურა და უახლოეს პერიოდში მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა. მისივე თქმით, მმართველ გუნდს არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ ჰქონია, ეს არის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. „რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ჩვენ არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ გვქონია, ეს არის მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩვენ ამ პროცედურას ვიწყებთ. პროცედურის ფარგლებში ვინ რა პოზიციას დააფიქსირებს, ამას ვიხილავთ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ არ ქონია არავისთან კონსულტაცია, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რომ ვინმესთან კონსულტაციები უნდა გავმართოთ, ჩვენ დავიწყეთ ის პროცედურა, რომელიც სავალდებულო იყო დასაწყებად. ჯერ არის სავალდებულო ნაბიჯები გადასადგმელი, რომ ჩვენ განვახორციელოთ პროცედურულად შესაბამისი ხელმოწერების დაფიქსირება, საქმის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს აქვს ერთთვიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად და ამის შემდგომ საკითხი ბრუნდება საქართველოს პარლამენტში“,- დასძინა ოხანაშვილმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)