|
2023-08-31 18:31:14, 818 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც EU-ის კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გაამართლოს
სწორია სტატუსი რომ არ მოგვცესო - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი! მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე, თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და მედიასთან პრეზიდენტის შეხვედრიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მიაჩნია, რომ სტატუსის არმოცემა შეცდომა იყო. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს გაამართლოს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, პრეზიდენტი იმ პოლიტიკოსების "რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად". „სწორია სტატუსი რომ არ მოგვცესო - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი! მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე, თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა! მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს გაამართლოს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება! ის იმ პოლიტიკოსების რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად! ამ ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას! ამ და სხვა წინაღობების, ანტიქართული და ფსევდოდასავლური მავნებლობების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრობისკენ სვლას!“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)