|
2023-08-31 17:09:17, 611 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ბრიუსელში ვიზიტზე - მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასება ევროკავშირის მხრიდან
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბრიუსელშია. მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლევან ქარუმიძესთან ერთად მართავს. ქართული მხარე კოლეგებს გატარებულ რეფორმებს აცნობს, ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ბელგიის, ესპანეთის, ლიეტუვის და უნგრეთის წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის ევროინტეგრაციაა. "მნიშვნელოვანი პროცესი იწყება ევროკომისიაში, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ უნდა გაკეთდეს ანგარიში, მომზადდეს ევროკომისიის შეფასება, რამაც უნდა შექმნას საფუძველი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის დეკემბერში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ჩვენს პარტნიორებთან, ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაცია და კავშირი, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი მოსაზრებების მოსმენა და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, როგორც შეფასების კუთხით, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების კუთხით, რომელიც დეკემბერში უნდა მიიღონ საქართველოსთან დაკავშირებით,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის მხრიდან 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. პროცესი საკმაოდ ფართოა, ასევე ფართოა რეკომენდაციებიც. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროკომისიასთან განსაკუთრებულად აქტიურად ვიმუშაოთ, მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც საქართველომ ამ დრომდე 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გააკეთა და რაც მნიშვნელოვანი პროგრესია. საკანონმდებლო კუთხით, პარლამენტის მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. პროცესი რა თქმა უნდა საკმაოდ ფართოა, ასევე ფართოა რეკომენდაციებიც. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასება ევროკავშირის მხრიდან“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)