02:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 16:54:56, 708 ნახვა

მსოფლიო
ვარჰეი - EU-ის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია

ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ევროკომისარს ასევე კითხვა დაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. კითხვაზე, რამდენად რეალურია ევროკავშირის გაფართოების ეს ვადა, ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა:

„თუკი ეს არის საბჭოს გზავნილი, რომ საბჭოს სურს, გადადგას საბოლოოდ დიდი ნაბიჯი, რათა მოხდეს გაფართოება, ეს მისასალმებელი ამბავია. რა თქმა უნდა, ევროკომისია ყოველთვის მზადაა, წარადგინოს ინიციატივა, რომელიც ჩვენ იქამდე მიგვიყვანს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ვადების საკითხი, ვფიქრობ, ეს უფრო ნებისა და რა თქმა უნდა, დაპირების შესრულების საკითხია - ევროკავშირის მხრიდან, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის მხრიდან.

ევროკომისია მზად არის, წარადგინოს ინიციატივა ამ მიზნის მისაღწევად და ამას თქვენ უკვე ოქტომბერში ნახავთ, როდესაც ჩვენ გვსურს, წარვადგინოთ არსებითი წინადადებები, მათ შორის ზრდის გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა უკვე განმარტა ბრატისლავაში, რომ ჩვენ დავაჩქარებთ არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგგრაციასაც. ევროკავშირში ხალხისა და ეკონომიკების რეალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics