2023-08-30 16:20:05, 575 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა
საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ, საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შტადლერის წარმოების 4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს. ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შტადლერის ქარხანა დაათვალიერეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),