2023-08-30 09:48:37, 624 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - აღმოსავლეთ საქართველოში წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა ნარჩუნდება
30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა ნარჩუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
"30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,