|
2023-08-29 14:29:27, 556 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გვარამიაზე - ასეთ ადამიანებს უფლება არ აქვთ, რომ ევროკავშირზე ისაუბრონ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება. კობახიძის თქმით, ეს იყო კიდევ ერთი წამოცდენა გვარამიას მხრიდან, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „მე შეგახსენებთ ვინ არის გვარამია: ის იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ჩართული იყო ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში, შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები არიან - ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი დაცილებულები არიან ევროპულ ღირებულებებს და სწორედ ისინი არიან - ანტიევროკავშირი“,- აღნიშნა კობახიძემ. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვეს: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს. არც ეს "მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოგვეცით" ვაჭრობა მგონია გამართლებული - ეს თან არასერიოზულია, თან კონტრპროდუქტიულია, თან უპასუხისმგებლოა და თან უკიდურესად გამაღიზიანებელი (ხშირად, შეურაცხმყოფელიც) ჩვენი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის "წველა", საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს“,- დაწერა გვარამიამ.
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)