|
2023-08-29 12:01:10, 695 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ
რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება. "რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა დონეზე და ყველა მის ხელთ არსებული კონტაქტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების მიმართულებით წინ წაიწიონ. ეს საკითხი არ არის იოლი. იმიტომ რომ არის მეორე მხარე, ვგულისმობ კოლექტიურ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს [ქვეყნებს], თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის... ხელის ერთი გატკაცუნებით ეს არ მოხდება, მაგრამ მიღწევადია“,- განაცხადა კარასინმა.
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)