14:11 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 11:19:58, 618 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი "რენაულტის“ და "შკოდას" მარკის 130-მდე ახალი ავტომობილით განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.


ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.

"ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი.

საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის განხორციელებას.

ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.
საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics