|
2023-08-23 14:31:59, 817 ნახვა
პოლიტიკა
ვიაჩესლავ გობოზოვი - ჩვენ რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი გვაქვს
ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი "სამხრეთ ოსეთისთვის" პრიორიტეტულია და მნიშვნელოვანია, რომ მინსკმა ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს. „ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე. ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსთან და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, - განაცხადა გობოზოვმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება ძველებურად პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)