16:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 10:09:33, 1173 ნახვა

პოლიტიკა
მედვედევი - „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება ძველებურად პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს“

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია. და სავსებით შეიძლება მისი რეალიზება, თუ საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სტატიას აქვეყნებს.

სტატია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლის აღიარების თარიღიდან 3 დღით ადრე გამოქვეყნდა და 2008 წლის შემდეგ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხება.

"არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ძველებურად მზად ვართ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით გადავჭრათ. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურად გამოიკვეთება, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია. და სავსებით შეიძლება მისი რეალიზება, თუ საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება",– წერს მედვედევი.

მედვედევის თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა თბილისზე თავდასხმა მაშინ შეაჩერა, როცა საფრთხეების აღმოფხვრა მოახერხა.

"დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო",- აღნიშნულია სტატიაში.

მისივე თქმით, "საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ოსი ერის შეუფარავ გენოციდს ასრულებდა და ამ აგრესიის მიზანი სამხრეთ ოსეთის მტრულ სახელმწიფოს საზღვრებში დაბრუნება იყო".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics