14:55 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 15:52:35, 1490 ნახვა

ომი უკრაინაში
დანიის თავდაცვა - უკრაინა F-16-ების გამოყენებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს

უკრაინას შეეძლება მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, იაკობ ელემან-იენსენმა განაცხადა.

მისივე თქმით, იგივე პირობა ვრცელდება ტანკების გამოყენებაზეც.

"უკრაინას შეეძლება მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს, მტრის ქვეყნიდან განდევნის მიზნით. პირობა ასეთია, ეს ეხება არა მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავებს, არამედ ტანკებსაც", - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ნიდერლანდების შემდეგ დანიაც გადასცემს. შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics