|
2023-08-19 10:48:08, 928 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ICC-ის პროკურორი, ბრიტანეთის კულტურის მინისტრი და 14 ჟურნალისტი შავ სიაში შეიყვანა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ლუსი ფრეიზერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანაბელ გოლდი, ბრიტანელი ჟურნალისტები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, შავ სიაში BBC-ის, Telegraph-ისა და Guardian-ის 14 ჟურნალისტია შეყვანილი. ამასთან საერთო ჯამში სიაში დიდი ბრიტანეთის 54 მოქალაქე მოხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრს, ლუსი ფრეიზერს სანქციები იმის გამო დაუწესდა, რომ ის ლობირებს რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ღონისძიებებზე არდაშვებას, ხოლო თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ანაბელ გოლდის იმისთვის, რომ ის პასუხისმგებელია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე. ამასთან, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ბრიტანეთის მოქალაქე კარიმ ხანი, რუსეთმა „შავ სიაში“ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემისთის შეიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)