17:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 13:28:18, 653 ნახვა

საზოგადოება
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics