17:09 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 11:10:01, 1453 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს აღარ აღიარებს

შვეიცარია უერთდება ევროკომისიის მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ,- ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადების მიხედვით, ქვეყანა არ გასცემს შენგენის ვიზას და არ დაუშვებს შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტით უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, დიპლომატიური და ჩვეულებრივი პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები აღარ იქნება აღიარებული.

"ჩვეულებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის მოწმობები, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნება აღიარებული",- ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღები რეგიონზე იქნება დამოკიდებული, ხოლო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში, თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics