04:37 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 22:15:28, 708 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის მთავრობამ კანაფი ლეგალიზებულად გამოაცხადა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კანაფის ლეგალიზაციის კანონპროექტს პოლიციისა და სამედიცინო ოფიციალური პირების წინააღმდეგობის მიუხედავად.

ამის შესახებ გამოცამა Tagesschau და "ბილდი" იუწყება.

გერმანიის მთავრობის კანონპროექტი კანაფის ლეგალიზაციის შესახებ ითვალისწინებს, რომ ეს ნივთიერება გამოირიცხება ნარკოტიკების შესახებ კანონის აკრძალული ნარკოტიკების სიიდან და სრულწლოვან მოქალაქეებს მისი 25 გრამამდე შენახვის უფლება ექნებათ.

გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს კანაფის სამამდე მცენარის ინდივიდუალური მოშენების ნებართვას, ასევე „ასოციაციების“ შექმნის შესაძლებლობას, რომლებშიც კანაფის მოშენება და გავრცელება მოხდება – „შავი ბაზრის“ საწინააღმდეგოდ.

კანონპროექტი არ შეიცავდა უფრო რადიკალურ წინადადებებს, როგორიცაა კანაფის ლიცენზირებული კაფეების შექმნა, რაც გასულ შემოდგომაზე განიხილებოდა. მაგრამ კანაფის ლიცენზირებული მაღაზიების შექმნა დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ ექსპერიმენტად იგეგმება.

გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურმა მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე კანონპროექტს უწოდა "გერმანიის ნარკოპოლიტიკის გრძელვადიანი შემობრუნება".

გერმანიის მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ დოკუმენტს პარლამენტი შემოდგომაზე განიხილავს და ზედა პალატაში - ბუნდესტაგში - დამტკიცება სავალდებულო არ იქნება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგნოზით, კანონპროექტი შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდეს.

მარიხუანას ლეგალიზაციას მხარი არ დაუჭირა გერმანიის პედიატრთა და მოზარდ ექიმთა ასოციაციამ, სადაც ისინი მოითხოვდნენ ნარკოტიკების ფლობისა და მოხმარების მინიმალური ზღვრის 25 წლამდე გაზრდას.

კანონპროექტი კრიტიკულად იქნა შეფასებული როგორც გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციაში, სადაც მათ გააფრთხილეს, რომ ეს გამოიწვევს „ხელისუფლების კონტროლის მაღალ დონეს“, ასევე პოლიციის გაერთიანებაში GdP, რომელიც მოუწოდებს დოკუმენტში „მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics