|
2023-08-16 17:28:51, 885 ნახვა
მსოფლიო
მედია - მაჰაჩყალაში აფეთქების შედეგად დაღუპული 35 პირიდან მხოლოდ 13-ია იდენტიფიცირებული
რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული 35 პირიდან მხოლოდ 13-ია იდენტიფიცირებული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" დაღესტნის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, დაღესტნის საავადმყოფოებში მკურნალობას ამჟამად 47 ადამიანი გადის, 16 პირი კი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავით სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. ცნობისთვის, მაჰაჩყალაში ბეზნინგასამართ სადგურზე აფეთქება 14 აგვისტოს, სააღამოს საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებას წინ უძღოდა ავტოსერვისში ცეცხლის გაჩენა, საიდანაც ხანძარი ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)