01:17 - 28 Jun, 2026
|
2023-08-15 14:36:24, 905 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - იაპონიასა და აშშ-სთან სამიტი საკვანძო მნიშვნელობის იქნება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად 18 აგვისტოს დაგეგმილი სამიტი ქვეყნების სამმხრივ ურთიერთობაში საკვანძო მნიშვნელობის მოვლენა იქნება, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა იაპონიის მიერ კორეის 1910-1945 წლების ოკუპაციის დასრულების 78-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დაგეგმილ სამიტზე სამხრეთ კორეა აშშ-სა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების ფონზე, სამმხრივ თანამშრომლობაში ახალ ეტაპს შექმნის. "სამიტი დაადგენს ახალ ეტაპს სამმხრივ თანამშრომლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას კორეის ნახევარკუნძულზე და წყნარი ოკეანის რეგიონში", - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)