|
2023-08-14 13:52:36, 1227 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: ეტაპობრივი შერბილება - კონსენსუსური საბაზო სცენარი
საყურადღებოა, რომ გასულ კვირაში ლარმა გარკვეულწილად აღიდგინა პოზიციები, განსაკუთრებით ევროსთან მიმართებით. ეს მიუთითებს, რომ როგორც "თიბისი კაპიტალის" წინა განახლებაში იყო აღნიშნული, ამ ეტაპზე ლარის თავის გრძელვადიან ტენდენციასთან დაახლოება ნაკლებსავარაუდოა. ასევე, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის ყოველდღიურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, უკვე უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლოდროინდელი მცირე მერყეობის მიზეზი ძირითადად კვლავ სწორედ სენტიმენტების ცვლილება იყო. ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა დიდ წილად მოლოდინების შესაბამისია. უფრო მეტიც, "თიბისი კაპიტალის" აზრით, ეს ის საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სებ-ის, კვლევითი ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს სექტორის განწყობა პრაქტიკულად ერთნაირია. ასევე საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, 2023 წელი დოლარისა და დიდ წილად ევროს განაკვეთების პიკიც იქნება. ეს, დიდი ალბათობით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარის დეპოზიტების განაკვეთებსაც ეხება. "თიბისი კაპიტალის" ადრინდელი პროგნოზის შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებთან შედარებით, მხოლოდ გარკვეული მატების შემდეგ, ამ მხრივ შემცირება, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მიწურულს, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ შერბილების დაწყებიდან 6-დან 12-თვემდე პერიოდში დაიწყება. იმის გათვალიწინებით, რომ დაკრედიტებისაგან განსხვავებით, ევროს დეპოზიტების წილი საქართველოში ძალზედ მცირეა, "თიბისი კაპიტალის" აზრით, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით მსგავსი დინამიკა იქნება. ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, "თიბისი კაპიტალის" კვლავ ინარჩუნებს ერთი კვირის წინანდელ პოზიციას, რომ მიმდინარე მაჩვენებლები, სრული 2023 წლისათვის, "თიბისი კაპიტალის" ბოლო საბაზო სცენარით გათვალისწინებულ 7.2%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს. უფრო ზუსტი გათვლები, "თიბისი კაპიტალის" მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)