|
2023-08-13 15:09:26, 1045 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანელების 65%-ს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება სურს
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დროშა ყველა ევროპულ ინსტიტუტს ჩამოხსნეს. ამ დროის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს სუბიექტების დამოკიდებულება Brexit-ის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. გაზეთ The Independent-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 65%-ს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება სურს. ერთი წლის წინ მათი მხოლოდ 55% იყო. ბრიტანელების ნაწილის აზრით, „ბრექსიტი“ ქვეყნისთვის ნამდვილ წყევლად იქცა: სამთავრობო კრიზისები ერთმანეთს ცვლის, ეკონომიკა ზარალდება. გამოკითხული მოქალაქეების 56% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან განქორწინებამ სამეფოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თორმეტი თვის წინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 44%. წლების განმავლობაში ბრექსისტები ბრიტანელებს ჰპირდებოდნენ კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს დატოვებდა. მაგრამ ოპტიმისტური პროგნოზები, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში მონაწილე ბრიტანელების უმრავლესობა ევროპულ ოჯახში დაბრუნების მომხრეა, მხოლოდ 22% მიიჩნევს შესაძლებლად 5 წლის განმავლობაში ახალი რეფერენდუმის მოწვევას. პლებისციტის შემთხვევაში გამოკითხულთა 54% ევროკავშირში დარჩენას ამჯობინებს, მანამდე კი ეს მონაცემები 46% არ აღემატებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)