|
2023-08-13 12:50:07, 797 ნახვა
საზოგადოება
შოვში ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები
"ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები"- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩამოწოლილი მასის დაახლოებით 60% უკვე შესწავლილია. "გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. სტიქიის ეპიცენტრში უკვე მიწის მასის 60% გადამოწმებული საძიებო სამუშაოების შედეგად. მდინარეს კალაპოტებში 54 კილომეტრის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარედ, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. სტატისტიკა არ შეცვლილა, დღეის მონაცემებით გარდაცვლილი არის 24 ადამიანი 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს და ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. მოხალისეების გარკვეული ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობას, წითელი ჯვრის საშუალებებით დარეგულირდა ეს საკითხი და ეს მოხალისეები გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით, როგორც ჩვენ ასევე თავდაცვას, გვარდიასა და ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)