|
2023-08-12 11:52:06, 630 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი კანონდარღვევით არ განათავსონ
საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი და ძველი ავეჯი ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. სამშენებლო ნარჩენების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქციაზე ისაუბრა. გზისპირას არსებული ტერიტორია, როგორც ინერტული, ისე, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში თანამშრომლებთან ერთად დავით ფაჩულიაც ჩაერთო. „გლდანის პოლიგონზე ინერტული ნარჩენის განთავსების ტარიფები არის ეკონომიური, ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. პოლიგონზე ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში დავტოვოთ სამშენებლო ნარჩენი, დავაბინძუროთ, დააზიანოს ჩვენი ნაგავმზიდი მანქანები, რომელიც ისევ დედაქალაქს ემსახურება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ინერტული ნარჩენი ჩუღურეთის რაიონში კიდევ 15-მდე ლოკაციიდან გაიტანეს. მსგავსი დასუფთავების სამუშაოები თბილისის ყველა რიაონში მიმდინარეობს. გლდანის პოლიგონზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)