22:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 20:46:05, 1048 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყერული პროცესების შესახებ გეოლოგიური დასკვნას აქვეყნებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა გამოაქვეყნა.

როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები.

"საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან;

კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში;

მითითებული სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ, უბანზე დაწესდეს მონიტორინგი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი უწყებები.

მითითებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით", - ნათქვამია დასკვნაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შეტყობინებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე 9 აგვისტოს გაეცნენ.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics