22:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 20:19:11, 1526 ნახვა

საზოგადოება
წერეთელი - გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომობილებისთვის, დღეს უკვე გამოვიყვანეთ 10 მანქანა

უკვე შევძელით და სტიქიის ზონიდან დღეს 10 მანქანა გადმოვიყვანეთ, დანარჩენებზე ველოდებით ავტომფლობელებს, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მერვე დღეა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა ჰყავს მობილიზებული დეპარტამენტს, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან, სამაშველო სამსახურებთან ერთად, მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დღეს მოვახერხეთ და გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. დღეს უკვე შევძელით და 10 მანქანა გადმოვიყვანეთ, დანარჩენებზე ველოდებით ავტომფლობელებს, როგორც კი მოვლენ, მათაც დავეხმარებით, რათა ავტოსატრანსპორტო საშუალებები მშვიდობით გადმოვიდნენ ონის მხარეს“, - განაცხადა წერეთელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics