06:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 18:57:34, 1174 ნახვა

მსოფლიო
მეთიუ მილერი - ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს

ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ მილერი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივას.

მეთიუ მილერის თქმით, როდესაც საკითხი უკრაინის მომავალს ეხება, გადაწყვეტილება, პირველ რიგში, კიევმა უნდა მიიღოს.

მუჰამედ ბინ ზაიდმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე მიიწვია და მათ პირისპირ შეხვედრა შესთავაზა.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ჯარი უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics