23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 11:18:01, 1002 ნახვა

საზოგადოება
მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია!

მკითხველის „საბას“ ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობა ცნობილია. მკითხველები, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს SABA Reader-ში კითხვას არიან:

ლადო აბულაძე - 1100 წაკითხული საათი;

ქრისტინე კოხია - 1000 წაკითხული საათი;

ნათია ოქრომელიძე - 930 წაკითხული საათი; 

ნინო გაფრინდაშვილი - 915 წაკითხული საათი; 

ნათია იორდანიშვილი - 500 წაკითხული საათი.

შერჩევის პროცესი 8 მაისიდან დაიწყო და ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა საჯარო იყო აპლიკაცია SABA Reader-ში. ჟიურის შერჩევის პროცესში 1700-მდე მკითხველი იყო ჩართული, რომლებმაც სამი თვის განმავლობაში, ჯამში 3 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს კითხვას, ხოლო კითხვის ჯამური მაჩვენებელი კონკურსის პირობებში 25%-ით გაიზარდა.

მკითხველის „საბას“ ჟიური შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით:

• ჟიურის წევრს უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში.

• არ უნდა იყოს მწერალი ან ლიტერატორი.

• არ უნდა მუშაობდეს საგამომცემლო სექტორში.

• არ უნდა იყოს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.

„საბას“ ისტორია 2002 წელს, "თიბისისა" და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics