|
2023-08-09 11:11:34, 606 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მომზადებული და სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია. "წარმოდგენილი პროექტის მიზანი სათანადო, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარების გზით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. საქართველოს ტერიტორია იყოფა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის 6 ზონად: შავი ზღვის ზონა, დასავლეთის ზონა, ცენტრალური ზონა, აღმოსავლეთის ზონა, მაღალმთიანი ზონა, თბილისის აგლომერაცია. წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ცენტრალური ზონისთვის და ეხება ქ. რუსთავის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმაში დეტალურად არის გაწერილი გეგმის მიზანი, ამოცანები, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული პრობლემები, დაბინძურების წყაროები, არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო აქტივობები, კოორდინაციის მექანიზმი, აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები, აქტივობების შესრულების ინდიკატორები, ვადები და შესაბამისი ბიუჯეტი. პროექტის მომზადებაში ჩართულები იყვნენ, როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გეგმის პროექტი შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით. პროექტთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო კონსულტაციები და მოეწყო საჯარო განხილვა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი გეგმა არის „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022)“ ერთგვარი გაგრძელება და მოიცავს გაცილებით დიდ არეალს. ქ. რუსთავის გეგმის ფარგლებში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების კუთხით, რამაც უკვე გამოიღო დადებითი შედეგები, თუმცა, რჩება გამოწვევები, რომელთა საპასუხოდაც ცენტრალური ზონის გეგმა მომზადდა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)