00:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 18:41:30, 654 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს გმირები გაიხსენეს

კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს გმირები გაიხსენეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებმა კასპში გვირგვინით შეამკეს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კასპიდან 4, მათ შორის 3 მებრძოლი გელა თიგიშვილი, სოსო ბეჟუაშვილი და მფრინავი ალბერტ ბალხამიშვილი. კასპის დაბომბვისას რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ყოფილ მებრძოლებთან ერთად, სოფელ აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის, სოფელ ბოჟამში ალბერტ ბალხამიშვილისა და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავებს ეწვივნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics