|
2023-08-08 17:24:23, 900 ნახვა
პოლიტიკა
სტეფანჩუკი აგვისტოს ომზე - რუსეთმა 15 წლის წინ აგრესიული იმპერიული ამბიციები აჩვენა
15 წლის წინ მსოფლიო უფრო გადამწყვეტად და მკაცრად რომ მოქცეულიყო, რუსეთი ვერ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომლებიც მას არ ეკუთვნის,- ასე ეხმაურება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს. როგორც სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის ფედერაციამ აგრესიული იმპერიული ამბიციები ჯერ კიდევ 15 წლის წინ აჩვენა. "15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უკვე აჩვენა აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიო უფრო გადამწყვეტად და მკაცრად რომ მოქცეულიყო, რუსეთი ვერ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომლებიც მას არ ეკუთვნის. უკრაინა დღეს მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა ამ მომავლის დანგრევას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - გადამწყვეტი და კოორდინირებული ნაბიჯებით დავამარცხებთ აგრესორს და დავამყარებთ მშვიდობას ევროპაში",- წერს რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)