14:02 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 16:18:09, 1193 ნახვა

რეგიონი
სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირს, ფრიდონ თურმანიძეს მიაგეს პატივი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირს, ფრიდონ თურმანიძეს მიაგეს პატივი.

ქედის მერიის ცნობით, გმირის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომერემ ამირან ცინცაძემ, მოადგილეებმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა, მეგობრებმა და საზოგადოების წევრებმა შეამკეს.

ღონისძიებას საგალობლებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" აფორმებდა.

"გმირი ფრიდონ თურმანიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე, სოფელ ყელქცეულში, სამშვიდობოს გამოსული მეგობრის დასახმარებლად შებრუნდა, რა დროსაც რუსულ ჭურვებს შეეწირა. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics