|
2023-08-08 12:03:38, 765 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ომის თარიღზე - ენმ-ი სანამ იყო ხელისუფლებაში, 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას
"ნაციონალური მოძრაობა" მანამ, სანამ იყო ხელისუფლებაში და სანამ ყველა ხელისუფლების შტო არ დაკარგა 2013 წელს, მანამ ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "თარიღებით მანიპულაცია არასწორია". "მინდა, თარიღის საკითხსაც შევეხო. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს დაღუპულების ხსოვნას, ყველას ხსოვნას - მათ, ვინც 6 აგვისტოს სამშვიდობოები რომ დაიღუპნენ; 9 აგვისტოს ანწუხელიძის ხსოვნას; 11 აგვისტოს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას - ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა. ეს მანიპულაცია თარიღებით არის, რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. თავად "ნაციონალური მოძრაობა" მანამ, სანამ იყო ხელისუფლებაში და სანამ ყველა ხელისუფლების შტო არ დაკარგა 2013 წელს, მანამ ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელისუფლო ყველა შტო და ბერკეტი დაკარგეს, მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს დაღუპულების ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე... 8 აგვისტო თავად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწესებული თარიღია",- განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)