18:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 11:38:34, 754 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მაშინდელმა ხელისუფლებამ ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით

მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, 2008 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინის ხელისუფლება იღებს.

"ყოველი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი საზღვრებთან ახლოს თუ საზღვრებიდან შორს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, რომელიც აარიდებს ქვეყანას აგრესიას.

უკრაინის საკითხი არის უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხი. მე ვსაუბრობ საქართველოზე და ზოგად პრინციპზე. თავისთავად, არის საკითხები, რისი არიდებაც შეუძლებელია, როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა. რთულია, მას წინ აღუდგე, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით.

ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო და ვიყავით პატარა, ამიტომაც დავმარცხდით. არ გვქონდა მაშინ არანაირი სამხედრო დახმარება, არ მიგვიღია. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, რა იყო ამის განმაპირობებელი, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics