|
2023-08-08 11:11:59, 704 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი
ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება თარიღებს, 2012 წლამდე, 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. "შედეგით ვიმსჯელოთ და მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ. ახლა რაც შეეხება შედეგებს, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ. რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს. შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ოკუპაცია, ორი რეგიონის, ძირძველი ტერიტორიის ოკუპაცია, რუსული ჯარი გამაგრდა, ბაზები ააშენეს და ამას გარდა, გახსოვთ ევროპის საბჭოს ცნობილი რეზოლუცია. მე ძალიან გთხოვთ, თქვენ თუ გაქვთ 1% ობიექტურობისა, აქვე მომეცით საჯაროდ პირობა, რომ ამ რეზოლუციის ჩანაწერს, მე-5 პუნქტს გაუშვებთ თქვენს ტელევიზიაში. დღეს კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, როგორ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მოაწერა ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ... თარიღებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო. 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. ასე არის, მეგობრებო? - კითხვას გისვამთ. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას",- უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)