|
2023-08-08 10:44:02, 730 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - რუსული ჯარი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს, ვინ დავგმო თუ არა მტრული ძალა - უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა მეტი მასშტაბით
რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ბოლო კონტიგენტი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა. "წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? - 20% არის დღეს ოკუპირებული. რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ბოლო კონტიგენტი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით... სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან საშინელი ღალატი",- თქვა ღარიბაშვილმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)