17:00 - 07 Jul, 2026
|
2023-08-08 09:45:41, 705 ნახვა
პოლიტიკა
ერმაკი - უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია შეძლებს ევროპაში მშვიდობის დაბრუნებას
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს გამოეხმაურა. ერმაკმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გაავრცელა. "საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას... რუსეთი უნდა დაისაჯოს. უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, ზარალის კომპენსაცია, შეძლებს მშვიდობის დაბრუნებას ევროპაში და ასევე მსოფლიო წესრიგის აღდგენას",- წერს ერმაკი Twitter-ზე. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან გუშინ, 7 აგვისტოს 15 წელი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)