05:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 20:31:16, 1332 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინაში ამჟამინდელი დისპოზიციის პირობებში, ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი პუტინის პირადი ტრიუმფი იქნება

უკრაინაში ამჟამინდელი დისპოზიციის პირობებში, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი იქნება მხოლოდ რუსეთის ფაქტობრივი გამარჯვება და პუტინის პირადი ტრიუმფი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ასეთი სცენარი დასავლური მსოფლიოს დიდი დამარცხება და უსაფრთხოების არსებული გლობალური წესრიგის დასასრული იქნება.

„ომის გაყინვა არ გახდება მისი დასასრული და არ შეამცირებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას. მოსკოვი ნახევარ უკრაინას თუ დაიტოვებს და შესვენებაზე გავა, ის შემდეგი რაუნდისთვის მზადებას დაიწყებს. როგორც კი წამყვან დასავლურ ქვეყნებში შეიცვლებიან პოლიტიკური ლიდერები, ომი დაბრუნდება – უფრო მასშტაბური, სისხლიანი და მომზადებული. ასეთ შემთხვევაში, გამოფიტული უკრაინა ამ რაუნდს უფრო ცუდ მდგომარეობაში შეხვდება და ნაკლები აშკარა პერსპექტივებით, ვიდრე შეიძლებოდა, თუ მხოლოდ ნატო-ს ლიდერები არ შეიცვლიან თავიანთ პოზიციას და არ გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას საგანგებო წევრობასთან დაკავშირებით. როგორია დასკვნა? არანაირი მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარე დისპოზიციაში არ შეიძლება. სტატუს კვო ბრძოლის ველზე უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს, რაკეტას და თვითმფრინავს“, - წერს პოდოლიაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics