17:01 - 07 Jul, 2026
|
2023-08-07 17:38:57, 796 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება. ბლინკენის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. "დღეს თხუთმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და მისი მიწის 20% დაიკავა. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს",- წერს ბლინკენი Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)